დავით არახამია ოლიგარქად წოდებულ დიმიტრი ფირტაშს შეხვდა, რომლის ექსტრადირებასაც ამერიკა ითხოვს

836
წაკითხვა/ნახვა

გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა”-ს ინფორმაციით, დავით არახამია ავსტრიაში, ქალაქ ვენაში იმყოფებოდა, სადაც, სასტუმრო Ritz-Carlton შეხვედრა გამართა ოლიგარქად წოდებულ დიმიტრი ფირტაშთან.

ბიზნეს წრეების წყაროებმა დაადასტურეს, რომ არახამია 2 დღე ცხოვრობდა აღნიშნულ სასტუმროში და სწორედ იქ შეხვდა დიმიტრი ფირტაშს.

არახამიამ დაადასტურა ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა.

“ვადასტურებ ჩემს ვიზიტს ვენაში 9-11 ნოემბერს, სადაც დავბრუნდი სამუშაო მოგზაურობიდან ისრაელში“, – განაცხადა არახამიამ “უკრაინსკაია პრავდასთან” საუბრისას.

მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო განხილულიყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივები მიკოლაივის რეგიონის პორტების შესანარჩუნებლად, სადაც DF ჯგუფი ფლობს ნიკა-ტერას პორტს. ასევე ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საკითხი.

დიმიტრი ფირტაში  ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აშშ  დიმიტრი ფირტაშს ადანაშაულებს 18,5 მილიონი დოლარის ქრთამის გადახდაში ინდოეთში, ტიტანის საბადოების განვითარების ლიცენზიის მიღებაში კონკურენციის გარეშე. ოლიგარქს 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მთელი ქონების კონფისკაცია ემუქრება.

დიმიტრი ფირტაში ცნობილი გახდა რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის შუამავალი სკანდალური კომპანიის Rosukrenergo-ს გამოჩენის შემდეგ. ის ასევე ცნობილი იყო ყოფილ პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან დაპირისპირებით.”– წერს გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა”.

ფოტოზე – დიმიტრი ფირტაში (არქივის ფოტო)
IMG.GE
გაზიარება