როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი უბრუნდება აქტიურ პოლიტიკას – ნუგზარ წიკლაური (ვიდეო)

883
წაკითხვა/ნახვა

კარგია, რომ დღეს გაკეთდა განცხადება, რომ მერაბიშვილი მონაწილეობს ამ პროცესებში, დადასტურდა ის რაზეც ვსაუბრობდით. ასე რომ ძალიან კარგია თუ გამოვლენ ასპარეზზე და იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსია. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გარე ძალები არსებობდნენ და ამაში პირველ რიგში საბოლოოდ დამარწმუნა ერთ-ერთი კანდიდატის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაც რომ დაიქცეს არ ვიქნები კანდიდატი, ხუთ დღეში კი გამოვიდა და გააკეთა სრულიად საპირისპირო.”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა 25 ნოემბერს, “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას.

“სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი მომხრეები და არამომხრეები პრეტენზიით არიან ენმ-ის, როგორც ყველაზე დიდი პარტიის მიმართ, რომ მან ვერ მოახდინა ცვლილებები, მაგრამ ეს ხალხი პრეტენზიას გამოთქვამს ენმ-ის მიმართ და არა კონკრეტული პირის მიმართ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, როგორ ჩანს, ის უბრუნდება აქტიურ პოლიტიკას. მის სახელთან არის დაკავშირებული რეფორმები, არ უნდა დავკარგოთ ის, რაც იყო, მაგრამ ამავე დროს, ენმ არ გადაურჩევიათ ბათუმის აშენების, სიღნაღის გაუმჯობესების, ბიუჯეტის ათჯერ გაზრდის გამო… ნაციონალური მოძრაობისადმი რწმენა გატყდა იმის გამო, რაზეც ძალიან ბევრს საუბრობენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვექცეს დრო. უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ზედმიწევნით არასოდეს მეორდება და ასევე უნდა გვახსოვდეს რა ხდებოდა 2003 წელს და რა ხდება დღეს. ამ ვითარების კოპირება დღეს არის დამარცხების ფორმულა. ოპოზიციაში ჩვენ გვჭირდება ადამიანების დარწმუნება და არა კულუარული თამაშები. ადამიანების დარწმუნებას სჭირდება გამოსვლა, მართალი სიტყვის თქმა და დაჯერება, რომ ჩვენ გვამოძრავებს არა რევანში, არამედ საქართველოს უკეთესი მომავალი. არსებობდა მიხეილ სააკაშვილის რჩევა ვანო მერაბიშვილის მიმართ, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანები უჯერებენ უფრო საკუთარ თავს.”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

IMG.GE
გაზიარება