ვუერთდები და ვითხოვ არამარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა ღირსეული სნეული პატიმრის გათავისუფლებას – მელორ ვაჩნაძე

413
წაკითხვა/ნახვა

“ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი და აქტივისტი მელორ ვაჩნაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მასთან ერთად  უნდა გათავისუფლდეს ყველა სნეული პატიმარი, რომელიც მისი თქმით, ღირსეულია და არ აქვს მძიმე დანაშაული.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ვისაც რა გინდათ ის იფიქრეთ… თქვენთვის იფიქრეთ გირჩევთ! ამ ტოლერანტულ და შემწყნარებელ ერს არ გვეპატიება, ქრონიკული ან უკურნებელი სენით დაავადებული ერთი პატიმარიც კი გარდაიცვალოს ციხეში და ოჯახური გარემოს გარეშე! (ტერორისტებს,პედოფილებს და ა.შ. არ ვგულისხმობ)

ამიტომ ვფიქრობ შობის დღესასწაულამდე ყველა სნეული პატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ეს გადავადებით იქნება თუ სხვა ფორმით…

რაც მიხეილ სააკაშვილს ეხება… ყველამ კარგად იცის რა დამოკიდებულებაც მქონდა მთელი ცხოვრება ამ ადამიანის მიმართ და ვინმეს ენა არ მოგძვრეთ “მიშისტი” მიწოდოთ! თან ომში მყოფი ქვეყნის უკრაინის მოქალაქეა და ქართულ ციხეში კვდება… არაა ეს არც ცივილური, არც ადამიანური და არც ქრისტიანული!

თვითონ რა აკეთა არ მწეროთ კომენტარებში, დამიჯერეთ, ყველაზე მეტი თუ არა ნაკლები არ ვიცი!!! საკუთარ ტყავზე გამოვცადე და მეც დიდი დრო ვითხოვდი პატიმრობის პერიოდში პროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას და უამრავი ქართველი თუ დასავლელი უფლებადამცველისა და ჟურნალისტის დახმარებით გადავრჩი.

ასე რომ არა მარტო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის მოქალაქის გათავისუფლებას ვუერთდები… არამედ ყველა ღირსეული სნეული პატიმრის გათავისუფლებას ვუერთდები და ვითხოვ!”- წერს მელორ ვაჩნაძე.

IMG.GE
გაზიარება