“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მთელ “ნაციონალურ მოძრაობაში” სულ ექვსმა ადამიანმა იცის კომპიუტერი და ინგლისური. ამის შესახებ მან 20 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “აქტუალურ შაბათში” მაკა ცინცაძესთან სტუმრობისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ნაციონალურ მოძრაობას არანაირი რესურსი არ გააჩნია ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას და მმართველი გუნდი 12 პუნნქტიანი გეგმის შესრულებაში ხელს ვერ შეუშლიან.
“ნაც.მოძრაობას იმის რესურსი არ აქვს, რომ რაღაც ჩაშალოს, რააღაცაში ხელი შეგვიშალოს. ელემენტარულად, გადავხედე ამასწინათ მათ საპარლამენტო შემადგენლობას და სულ ექვსმა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მანდატების დატოვებაზე ევროპელებს დაელაპარაკება (ვიდეო)