ჯგუფური ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

500
წაკითხვა/ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს
დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა
და გაუპატიურება ედებათ.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის
სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე
მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები მონასტერში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ, როდესაც მონაზონმა და სასულიერო პირებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც დამნაშავეებმა 72 წლის მონაზონი გააუპატიურეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

IMG.GE
გაზიარება