გია ხუხაშვილის აზრით, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რაც პოლარიზაციას დაასრულებს. ამის შესახებ მან 24 ნოემბერს, “კავკასიის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, სულ 200 ადამიანია მთელ ქვყანაში, ვისაც მისივე სიტყვებით “სააკაშვილის სისხლი სწყურია” და სურს რომ ციხეში იყოს.
“საკმარისად დაისაჯა იმ სისულელეებისთვის. ხატავენ სურათს, რომ მთელი საზოგადოება ითხოვს, რომ ციხეში იყოს. 200 კაცზე ლაპარაკობენ, ტელევიზორში რომ გამოჰყავთ და ფულს უხდიან”- თქვა ხუხაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მანდატების დატოვებაზე ევროპელებს დაელაპარაკება (ვიდეო)