თურმე მე იმ მონაზონს დავცინე – მაია დარსმელიძის გამოხმაურება მის პოსტზე

1780
წაკითხვა/ნახვა

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მის პოსტზე გამოხმაურებებს მონაზონზე, რომელიც დღეს გააუპატიურეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ახლა გავეცანი მესიჯბოქსს და რა აზრს ავრცელებენ თურმე? რომ მე იმ მონაზონს დავცინე ძალადობაზე არასოდეს მეცინება!!! ძალადობის მსხვერპლს არასოდეს დავცინი!  მე დავცინე მოძალადეების ფსევდორწმენას და ყოველთვის დავცინებ ფარისევლებს. იმ ვითომ მორწმუნე, ეკლესიებით გადაძეძგილ ქავერებიან ყ…ექალებსაც დავცინებ ბოლო ხმაზე, ვინც ჩემი მისამართით საოცრებებს თხზავს და ავრცელებს.

ჩემ ცხოვრებაში არავის რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ის, რასაც დავცინი – არის და ყოველთვის იქნება თქვენი გულისამრევი სიყალბე და ფარისევლობა.

კი, ყოველთვის დავცინებ ვიღაც გერმეტიულად დახუფულ ბოზებსაც, რომლებიც “პატიოსნად” ინიღბებიან.

ვის ემუქრებით?! ან რითი?! მე ის თქვენი ყ..ექალა არ ვარ, რომელსაც თვალებს დაუბრიალებთ და ფეხებში ჩაგივარდებათ. ჩემზე მუქარა არ მოქმედებს, პირიქით, უფრო მეკეტება და თან იმ დონემდე, რომ თავსაც უპრობლემოდ მოგაკვლევინებ, მაგრამ არ დაგიხრი. გაიგე, სირო?!”- წერს მაია დარსმელიძე.

იხილეთ პოსტი, რომელიც მაია დარსმელიძემ მონაზონზე მომხდარ თავდასხმაზე დაწერა, თუმცა საჯაროდ აღარ იძებნება.

IMG.GE
გაზიარება