ნონა გაფრინდაშვილის გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა – პრემიერი

192
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს.

“მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის, გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა – ქალბატონმა ნონამ იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ”-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

IMG.GE
გაზიარება