ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ და წარსულის აჩრდილებთან ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

1893
წაკითხვა/ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ “მორჩნენ წარსულის აჩრდილებთან ბრძოლას

“მორჩით წარსულის აჩრდილებთან ბრძოლას, გამოგონილ გავლენებზე საუბარს და გამოიჩინეთ მეტი გონიერება ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა ხვალინდელი დღისთვის.ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის, შვილებისთვის, მომავლისთვის.

ნებისმიერი მცდელობა ოპოზიციურ ველზე დაყოფის, დაქსაქსულობის და მოგონილ თემებზე სპეკულაციების დაწყება არის შესაძლებლობა რუსი ოლიგარქისთვის.

რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ცდილობს ოფიციალურად გამოგვაცხადოს რუსეთის გუბერნიად.გვაშორებს ევროპას, დასავლეთს და მიგვაქანებს ოკუპანტების მიმართულებით. გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ და მოეშვით რუსული პროპაგანდის გაგრძელებას.

ამ ურთულეს გზაზე ივანიშვილი ისედაც ცდილობს დაყოფას, დაქსაქსვას … პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ერთობა”– წერს ლევან ხაბეიშვილი.

IMG.GE
გაზიარება