ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს – ნინო ლომჯარია

352
წაკითხვა/ნახვა

“ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს” – ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპატრიარქოს წარმომადგენელ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ცხრამუხის მონასტერსა და თერჯოლაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებთან დაკავშირებით:

“თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს”- წერს ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქ პროფილზე.

ამ თემაზე:

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი ხაშურსა და თერჯოლაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებზე

IMG.GE
გაზიარება