ეს არის სამარცხვინო – ეკა კვესიტაძე ნაც.მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებზე

470
წაკითხვა/ნახვა

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას ეხმიანება:

“ის, რაც ბოლო პერიოდში ოპოზიციურ ველში ხდება, არის სამარცხვინო. 2 კვირაზე მეტია შიდა არჩევნები ტროლ-ბოტების ლანძღვა გინებას დაემსგავსა. არჩევნები საჭიროა იმისთვის, რომ იდეები და ხედვები წარმოადგინოს ყველა მონაწილე მხარემ და ამის მიხედვით გაკეთდეს არჩევანი მათ შორის.

არაფერი მსგავსი ამ პერიოდში არ მომხდარა. პირიქით, პროცესი უკიდურესად მიუღებელ, ბინძურ, თავისი არსით ქოცურ ბრძოლას დაემსგავსა. თუ ეს პარტია არ გახსნის შესაძლებლობების კარს ყველა პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს ინტელექტუალებისთვის, ეს პროცესი გარე თვალისთვის ერთდროულად სამარცხვინოდ და კომიკურად წარმოჩინდება.”- წერს ეკა კვესიტაძე ფეისბუქში.

IMG.GE
გაზიარება