ენერგეტიკულ ობიექტებში ბავშვთა ტრავმატიზმის და უბედური შემთხვევების აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია „თელასი“ მიმართავს მშობლებს თხოვნით, გააცნონ ბავშვებს ელექტროუსაფრთხოების ელემენტარული წესები:
“ხშირად ბავშვებს არ აქვთ წარმოდგენა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ელექტროობასთან. ბავშვთა ტრავმატიზმის პროფილაქტიკის დროს, მნიშვნელოვანია მშობელთა დახმარება და ყურადღება. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
კომპანია „თელასი“ თხოვს მშობლებს გააცნონ ბავშვებს ენერგეტიკული ობიექტების სიახლოვეს ქცევის ძირითადი წესები:
1) არ მიუახლოვდნენ ელექტროსადენებს;
2) არ შევიდნენ სატრანსფორმატორო ქვესადგურებში;
3) არ შეეხონ ძალოვან კარადებს და ელექტრომრიცხველების კარადებს;
4) არ აძვრნენ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე;
5) არ ითამაშონ ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ;
6) არ ავიდნენ სახლების და ნებისმიერი სხვა ნაგებობების სახურავებზე, რომელთა სიახლოვეს გადის ელექტროსადენები.
განცხადება თელასის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მანდატების დატოვებაზე ევროპელებს დაელაპარაკება (ვიდეო)