მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისევ შევძლებთ სიტუაციის შემობრუნებას – თეა თუთბერიძე

484
წაკითხვა/ნახვა

თეა თუთბერიძე ვარდების რევოლუციიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გილოცავთ ვარდების რევოლუციის 19 წლის თავს! პუტინის ტყვეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილსაც ვულოცავ! გამძლეობას და სიცოცხლეს ვუსურვებ მას. რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ დღეს სააკაშვილი, მის გარეშე ვარდების რევოლუცია ვერ მოხდებოდა.

King’s College-ში ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელმა მთხოვა დღეს გამეკეთებინა პრეზენტაცია მისი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ვარდების რევოლუციაზე. 2 საათზე მეტი გაგრძელდა შეხვედრა და მიხარია რომ სტუდენტები კმაყოფილები წავიდნენ, დასვეს უამრავი შეკითხვა და შევეცადე რომ მეტ-ნაკლებად ამომწურავად მეპასუხა მათთვის

P.S. ჩვენ გვქონდა შანსი განვითარებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შანსი ხელიდან გავუშვით

თუმცა მაინც ვიტოვებ იმედს რომ ისევ შევძლებთ სიტუაციის შემობრუნებას!”– წერს თუთბერიძე.

IMG.GE
გაზიარება