პრემიერ-მინისტრი კახა ოქრიაშვილის სააფთიაქო კომპანია “პსპ”-ს ბრალდებას უყენებს (ვიდეო)

1075
წაკითხვა/ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააფთიაქო კომპანია “პეესპე”-ს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და ეუბნება, რომ სახელმწიფოს მიერ, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები, რომელიც დაბალ ფასში იყიდება, არის უხარისხო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა

“რამდენიმე დღის წინ მოვისმინე საგანგაშო ინფორმაცია, მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია “PSP”, რომლის აფთაქებშიც ადგილი აქვს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

მაგალითად, როდესაც შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ვიცი, რომ ეს დავალებაა, არსებობს ასეთი ინფორმაცია, რასაც გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება:  რომელი გნებავთ – ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული? – რა ჰქვია ამას, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ეს არის პირდაპირ მტრობა”- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ამ საკითხის შესწავლა.

IMG.GE
გაზიარება