ასე კარგად თუ არის და სიარული შეუძლია, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა? – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

907
წაკითხვა/ნახვა

“ექიმები მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო – განაცხადა კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას.

“არც მანამდე და არც ერთხელ ჩვენ მიგვიცია ეტაპირებაზე თანხმობა. პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია. შესაბამისად, ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი, ხოლო სამედიცინო კუთხით, ჩვენ პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხს ვაგებთ. პაციენტი მკურნალობს კლინიკაში, თავისთავად ეს მომენტი, რომ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, გასვლის პროცესს გამორიცხავს. ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო”,-განაცხადა ნინო ნადირაძემ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო რაზე დასწრების სურვილიც ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა, თუმცა, როგორც სააკაშვილის მხარდამჭერები ამბობენ, ამის უფლება ექიმებმა არ მისცეს, რის გამოც დღევანდელი პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

IMG.GE
გაზიარება