მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ელით

1146
წაკითხვა/ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ტაძარში მომხდარი ყაჩაღობის დროს, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ელით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ თვითონ მუხლი, რისთვისაც ბრალი ედებათ გაუპატიურების ნაწილში, ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც ნიშნავს იმას, რომ განაჩენის დადგომის დღიდან ეს ადამიანები გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, მთელს ცხოვრებას გაატარებენ ციხეში, პროკურატურა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ორივე ბრალდებულმა სრულად აგოს პასუხი კანონის წინაშე და მთელი სიმკაცრით დაისაჯონ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება