დასახელდა სახალხო დამცველობის 8 კანდიდატი, რომლებთანაც გაგრძელდება კონსულტაციები

320
წაკითხვა/ნახვა

დასახელდა სახალხო დამცველობის 8 კანდიდატი, რომლებთანაც გაგრძელდება კონსულტაციები. ესენი არიან: გიორგი ბურჯანაძე (მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე), ანა აბაშიძე, იაგო ხვიჩია, თინათინ ერქვანია, ლელა გაფრინდაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და ქეთევან ჩაჩავა.

როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს, რომ  მმართველი გუნდი აღნიშნული კანდიდატების უმრავლესობას მხარს უჭერს, თუმცა ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებთანაც გაგრძელდება შემდგომი კონსულტაციები ოპოზიციასთან ერთად და ერთ-ერთი დაიკავებს სახალხო დამცველის თანამდებობას, რომელსაც საბოლოოდ პარლამენტი უყრის კენჭს.

“ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის არის მისაღები, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

IMG.GE
გაზიარება