ამერიკის საელჩო დადიანების სასახლის აღსადგენად 300 ათას დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს:
“დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას.”- ნათქვამია ინფორმაციაში.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მანდატების დატოვებაზე ევროპელებს დაელაპარაკება (ვიდეო)