მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა არის შეუძლებელი, ამიტომაც ვთავაზობთ უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას – რატი ბრეგაძე

208
წაკითხვა/ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქათველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არის შეუძლებელი და სთავაზობენ მას, რომ უცხოეთიდან ჩამოიყვანონ ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში.

ამის შესახებ რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

“საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, პაციენტის და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა არის შეუძლებელი, ამიტომაც ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში და სახელმწიფოც ამ შემთხვევაში გააკეთებს მაქსიმუმს  მისი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დიაგნოზი იქნება.

თუკი საუბარია სასჯელის გადავადებაზე, ამაზეც გვაქვს გაცხადებული, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სხვა ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. რადგან ჩვენ მტკიცედ ვიცავთ კანონის წინაშე თანასწორობას, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

IMG.GE
გაზიარება