მოულოდნელი იყო იმის ნახვა, რაც ვნახე – ნინო ლომჯარია სააკაშვილზე

345
წაკითხვა/ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა არის იმაზე მძიმე, ვიდრე მოველოდი და მოულოდნელი იყო იმის ნახვა, რაც ვნახე – განაცხადა სახალხო დამცველმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“მე მახსოვს, როდესაც ის დააკავეს, როდესაც შიმშილობდა, თუ როგორ გამოიყურებოდა და იმ ფონზეც კი მისი დღევანდელი მდგომარეობა არის საგრძნობლად ცუდი. ის ფაქტობრივად ვერ მოძრაობს.მუდმივად წევს. როგორც ექიმები ამბობენ, დაახლოებით თვენახევარია საერთოდ არ დადის, ასევე, ვერ ჯდება სავარძელშიც კი . უჭირს კიდურების მოძრაობა, ხელების, ფეხების. აქვს ტკივილები. ძლიერი სისუსტე. ძალიან ცოტა დოზით იღებს საკვებს, რაც  არ არის საკმარისი ასეთი ტიპის ავადმყოფისთვის, რომელსაც სჭირდება შესაბამისი კალორაჟი. არის ძალიან გამხდარი,  დაკავების დღიდან დაკლებული აქვს 40 კილომდე. აქვს სიცხეები თვეების განმავლობაში, თითქმის მუდმივად და ამის წარმოშობის მიზეზებს ვერ ადგენენ. აქვს არაერთი დიაგნოზი “ვივამედში” და ნევროლოგის ბოლო შეფასებით, მისი ნევროლოგიური დინამიკა არის გაუარესებული”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

“როდესაც შევედი პალატაში ის იწვა, გადასხმებს უკეთებდნენ. ძალიან ხანმოკლე იყო ჩვენი კომუნიკაცია, ამჯერად მას უჭირდა საუბარი, ფაქტობრივად ვერ ავაწყვეთ იმიტომ, რომ ძალიან მოკლედ და ხმადაბლა პასუხობს კითხვებს. მე თვითონაც მიჭირდა გამეგო, რას მპასუხობდა, ბოლოს ვიგრძენი, რომ მას არ შეეძლო საუბარი და აღარ შევაწუხე, მოვუბოდიშე და დავტოვე”– აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

IMG.GE
გაზიარება