ეკა კვესიტაძის თქმით, კახა კალაძეს, საახალწლო განათებების ფულით უკრაინელებისთვის გენერატორები უნდა ეყიდა

829
წაკითხვა/ნახვა

ეკა კვესიტაძის თქმით, კახა კალაძეს საახალწლო განათებებისთვის განკუთვნილი ფულით უკრაინელებისთვის გენერატორები უნდა ეყიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერს ადამიანობისგან დაცლილს უწოდებს.

“მორალისგან, თანაგრძნობისგან და ადამიანობისგან დაცლილო კახა კალაძე, იმის მაგივრად, რომ გეთქვა, საახალწლო განათებების მაგივრად ფულს გენერატორების ყიდვაში დავხარჯავთ, რომ მცირედით მაინც შევეხიდოთ გაჭირვებაში მყოფ უკრაინელებსო, ნაძვის ხეს “მშვიდობის ქალაქი” დააწერე. როდის და როგორ უნდა ჩამოვირეცხოთ ამ უბოროტესი რეჟიმით მოყენებული სირცხვილი და ჭუჭყი. ყველაფრის მრცხვენია”- წერს კვესიტაძე,

IMG.GE
გაზიარება