მელაძეები და წერეთლები მატერორებენ და ბინის მისამართს მიქვეყნებენ – ნათია ფანჯიკიძე

1850
წაკითხვა/ნახვა

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ნოდარ მელაძემ მისი საცხოვრებელის მისამართი გაასაჯაროვა და მისმა ჟურნალისტმა სახლში მიაკითხა.  ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“კარზე არის ბრახუნი. შპს რაღაც აქაა? მე ვუთხარი გვერდით კარებში (არქიტექტურული ფირმაა და ვიფიქრე, მათ ეძებენმეთქი) იმათ უთხრეს ჩვენ არ ვართო და ბიბრახუნებს ისევ – ტვ პირველიდან ვართ, ირაკლი ალასანიას მოძებნაში ვერ დაგვეხმრებით?

მე ვუთხარი, ვერა, ძვირია ბილეთი ნიუ-იორკამდე. და არ იცით ეს შპს რაღაც? მე ვუთხარი პირველად მესმის. მოკლედ დავურეკე ირაკლის და აღმოჩნდა, რომ ამ დასახელების შპს მართლა შეუქმნია, მაგრამ შპს არ მუშაობს. როგორც შექმნა, ისე მიაგდო და შესაბამისად მეც აზრზე არ ვიყავი. ჰოდა, სანამ არ ვიცი ამჯერად ვისი შეკვეთით, ან რით ვერ გავიწყდებით ვერცერთ მხარეს, დეტექტივს დაწერთ, თხოვნა მაქვს, კარს იქიდან რომ ვამბობ, ბოდიში, პირსახოცით ვარ და ვერ ვაღებ კარს, აი ეგ იდუმალად მიხატ-მოხატოთ, რომ ჩემი მშვენიერი ხმა კოხტად ისმოდეს გამოსახულების გარეშე.”- წერს ფანჯიკიძე და ამჯერად ნოდარ მელაძეს მიმართავს:

“ძალიან კარგად იცი, რომ ეს ჩემი სახლია და ვცხოვრობ, ისიც კარგად იცი სადაა ირაკლის ოფისი. ასევე ისიც იცი, რომ ირაკლი არაა თბილისში. და სხვათაშორის თვეების წინ დომინიკის “ფორბსთან” ინტერვიუ რომ წამლად ჩააგდე და წინ საოცრებები წაუმძღვარე “კრახით წასულ მინისტრზე”, საოცარი გადაცემა გააკეთე, თითქოს რამეს უკანონოს აკეთებდეს ირაკლი, მაგაზე არც ვიკადრე კითხვა დამესვა, ან რამე მეთქვა. აი, სახლში ბრახაბრუხი კი ნამეტანია. თორემ გადაცემა არ გამკვირვებია, ნეტავ რომელმა შეუკვეთათქო, გავიფიქრე და იქვე დავივიწყე”- წერს ფანჯიკიძე ნოდარ მელაძეს.

“ჩემი მეზობელია ჭუტა. ზუსტად იციან, რომ ბინაა. რაღაც “დეტექტიურის” შეთხზვა უნდათ, თორემ ეგ არ იციან, რომ ბინაა ჩემი? გულისამრევი აფერისტობაა და დამკვეთი ნამდვილად ძალიან მაინტერესებს. ვის ბრძანებებს ემორჩილებიან ახლა, ნაცების თუ ქოცების. მელაძეები და წერეთლები მატერორებენ და ბინის მისამართს მიქვეყნებენ.

გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს.. ამათი აგენტები ხომ ყველა არჩევნების თუ ყველა მიტინგის წამოწყებისას გარშემო მირბენენ და მზვერავენ და “აზრებს იკვლევენ”.. თქვე საცოდავებო, ჩუმჩუმელა ხალხი არ ვართ ჩვენ. თუ რამეს დააპირებს, დავწერ. მანამდე მაცადეთ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში. ჩემი ოთხი ზრადსრულის და ერთი თინასგან შემდგარი. ოჯახიდან სამი აშშ-ში მუშაობს. არ წავალ თქვენს ჯინაზე.

ბრძანება მიუვიდათ ებრძოლონ ირაკლის. ანუ მას, ვინც სცენიდან გასულია.  როგორც ჩანს, რეალური საქმე აღარაა.

მოკლედ, გამეორდება ასეთი რამ, ვურეკავ პოლიციას. კარგად იცოდეთ ყველამ, არ ხართ დაპატიჟებული. ეს სახლთან ალყები რომელ კანონში წერია, ეგეც თან წამოიღეთ ხოლმე. მილიონ ადამიანს აქვს დარეგისტრირებული იურიდიულ მისამართად სახლის მისამართი, მემგონი “კამარას” პირველი მისამართიც, სანამ ოფისი გვექნებოდა, ბინის მისამართი იყო დარეგისტრირებული. ეს არ იძლევა საფუძველს შემოჭრის.”– წერს ნათია ფანჯიკიძე.


MULTIMEDIA.GE – ტექსტი  შედგება ნათია ფანჯიკიძის კომენტარებიდან, რომელიც მან დაურთო პოსტში, როდესაც მისი მეგობრების კითხვებს პასუხობდა.

IMG.GE
გაზიარება