ქვეყანაში არ არის მშვიდობა – კახა კალაძის ყოფილი მოადგილე აპროტესტებს მერიის საახალწლო დეკორაციას

651
წაკითხვა/ნახვა

კახა კალაძის ყოფილი მოადგილე და “ფორმულა”-ს წამყვანი სოფო ხუნწარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არის მშვიდობა.

ამ სტატუსით ის აპროტესტებს დედაქალაქის მერიის მიერ, თავისუფლების მოედანზე დადგმულ საახალწლო ტექსტურ დეკორაციას, რომელზეც წერია “თბილისი, მშვიდობის ქალაქი”.

ხუნწარია მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ამ წარწერის დადგმა მიუღებელია.

“თბილისი არ არის ქვეყანა და ქვეყანაში არ არის მშვიდობა! დედაქალაქი ანარეკლია ქვეყნის და ამ ანარეკლში კარგად არაფერი არ გამოიყურება, არც თბილისში.”- წერს ხუნწარია და პოსტის კომენტარებში პასუხობს მისი მოსაზრების მოწინააღმდეგე ადამიანებს:

“თქვენ თვლით, რომ ქვეყანაში მშვიდობაა? მეგობარ ქვეყანაში ომი და გადატენილი დევნილები ქვეყანაში გვკიდია? 27 მებრძოლი? ეგეც, რომელიც სწორედ მშვიდობას შეეწირა? და ბორდერიზაცია აღარ ხდება? თუ არ იტაცებენ ყოველ მეორე დღეს ხალხს საოკუპაციო ხაზიდამ, ეგ მშვიდობა გგონიათ? ვინც ჭამს თქვენ “ომი გინდათ” მესიჯს გთხოვთ ის გამოკვებოთ ისევ. ვინ რა მახეს აგებს იმის გარდა საკუთარი მთავრობა რა მახეებსაც უგებს თავისივე ხალხს.

ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და ომში ჩართვა არავის უნდოდა და მშვიდობა მონობას არ ნიშნავს. და უკრაინის გარდა სხვა ყველაფერი კარგად გაქვთ? სანამ ეგრეთ წოდებული საზღვარია ყოველთვის იქნება ომი. თუ შევეგუეთ ამ ამბავს?” – წერს სოფო ხუნწარია.

ამ თემაზე:

აქტივისტები აპროტესტებენ წარწერას “მშვიდობის ქალაქი” და ამბობენ, რომ უკრაინის ომის ფონზე ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს

IMG.GE
გაზიარება