ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის – ირაკლი კობახიძე

244
წაკითხვა/ნახვა

რაც შეეხება თავად ორგანიზაციას ემპათია, ის პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, აქედან გამომდინარე სანდოობა არის ნულის ტოლი. ჩვეულებრივად მიკერძოებულია ეს ორგანიზაცია,’’ – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას. რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ და ა.შ. თავად ჩამონათვალს რაც შეეხება, ეს ჩამონათალი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ პატიმარს, თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული სახის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები შეიძლება აღენიშნებოდეს ნებისმიერს. ამიტომ, ასეთი ჩამონათალი არაფერს არ ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ რა არის ასეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას. რაც, მაგალითად არა აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ და ამის ნაცვლად არის მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კომპანიები, არის პრინციპულად მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ,’’ – განაცხადა კობახიძემ.

IMG.GE
გაზიარება