2008 წლის აგვისტოში “ქოცებმა” საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს – ჭიაბერაშვილი

700
წაკითხვა/ნახვა

2008 წლის აგვისტოში “ქოცებმა” საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს.”– წერს ზურა ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში:

“ქოცობა” სიმხდალის იდეოლოგიაა. 2008 წლის აგვისტოში ქოცებმა საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს.
ამ ჩასვრილი სიფათების გაპრავება იყო “ომი საქართველომ დაიწყო“ (რუსეთის პირდაპირი აგენტურის მიერ წამოწყებული ამ კამპანიის დამატებით).
ომი არავის გვინდოდა 2008-ში და არავის გვინდა არც ახლა, მაგრამ უნდა გვესმოდეს: რუსულ დათვს „ბაბაიას“ დაძახება არ აჩერებს.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს დეოკუპაცია დასავლეთის მიერ რუსეთის დაჩოქებაზე გადის და რომ დასავლურ კოალიციაში ყოფნა რისკია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის გაწეული რისკი.

კალაძის “მშვიდობის ქალაქი” ნაწილია პროპაგანდისა, რომელიც ნათელყოფს, რომ რუსეთს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული, არამედ ჩვენი სუვერენიტეტიც. საქართველოს ხელისუფლება – სიმხდალის იდეოლოგიით მოქმედი – ქართველი ხალხის ნებას კი არ გამოხატავს, არამედ რუსეთისას: მას არ აქვს უფლება, მხადაჭერა გამოუცხადოს უკრაინას.

რატომ? იმიტომ, რომ ფულს ჭამს. დიდ ფულს. ქართველი ხალხის ფულს. და მათი კორუმპირებული მდგომარეობის გარანტი მხოლოდ რუსეთია.
რუსეთთან ერთად დასრულდებიან, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენც მოვინდომებთ თავისუფლებას. სოლიდარობა უკრაინას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!”- წერს ჭიაბერაშვილი.

IMG.GE
გაზიარება