მიშამ ბევრი უღირსი დაუშვა მის გარემოცვაში – მაია ორჯონიკიძე

704
წაკითხვა/ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

“შეიძლება ახლა გამწარებულ გულზე მძიმე რამე ვთქვა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის და შესაბამისად ჩვენი დროის ტრაგედიის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიშამ საკუთარი გენიის ფასი არ იცოდა და მუდმივად ბევრ უღირებულებო ვიგინდარას უტოლებდა თავს,როგორც მისი პრეზიდენტობის დროს, ისე მას შემდეგაც.

პრეზიდენტობის დროსაც კი გარემოცვაში ბევრი ისეთი უღირსი და ვერაგი დაუშვა, რომლებმაც ჯერ მისი მმართველიბა დაასრულეს და შემდეგ, ივანაშვილის დროს-ყველაფერი გააკეთეს, რომ მიშა იმ დღეში ჩავარდნილიყო რა დღეშიც დღესაა.

სამწუხაროდ, მიშა მუდამ ენდობოდა ხალხს,ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა და ხშირად გვერდზე წევდა მათ,ვინც მას ბოლომდე უერთგულებდა. კაციჭამია სტალინის ცნობილი ფრაზა რომ “კადრები წყვეტენ ყველაფერს” სრულიად რეალურია- სწორედ უახლოესმა გარემოცვამ დაღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და რა სამწუხაროა,რომ ეს ბოროტი ჯაჭვი 21-ე საუკუნის საქართველოშიც არა და არ გაწყდა-ქართლის ციხე ხომ მუდამ შიგნიდან ტყდება!”– წერს მაია ორჯონიკიძე.

IMG.GE
გაზიარება