დააგვიანეთ მეგობრებო – ელისო კილაძე ნაც.მოძრაობას

520
წაკითხვა/ნახვა

ელისო კილაძე “ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მის ვერსიაზე საუბრობს.

“ჩემი აზრით, მიშა სწორად იქცევა, როცა ხაზს უსვამს რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკური სპეკულაციები დაუშვებელია!

რატომ ასე მკვეთრად? – ერთი რომ მას უნდა ექსპერტების დასკვნა იყოს სასამართლო პროცესზე დომინანტი და არა პოლიტიკური მდგენელი!
მეორე და მთავარი-დააგვიანეთ, მეგობრებო! როცა მას სჭირდებოდა,არც გათავისუფლების კომიტეტი შექმენით, არც აქციები გამართეთ და სასამართლო სხდომებზეც არ მიდიოდით.

შეკრებილი მხარდამჭერებიც არაერთგზის დაშალეთ ! ჰოდა, გაგემიჯნათ და არც პარტიულ ინტრიგებში ერევა,არც თქვენ გაძლევთ საშუალებას თავმჯდომარის არჩევნებში მისი სახელი გამოიყენოთ ! ესაა და ეს”- წერს ელისო კილაძე.

IMG.GE
გაზიარება