უკრაინაში, დიდი თუ პატარა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის დაინტერესებული – კობა ნაყოფია

2279
წაკითხვა/ნახვა

უკრაინაში დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.”- განაცხადა კობა ნაყოფიამ ვიდეომიმართვაში.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ერთ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით.”- ამბობს ნაყოფია, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება.

IMG.GE
გაზიარება