ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი – გიგი უგულავა

9786
წაკითხვა/ნახვა

გიგი უგულავა 3 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და სოციალურ ქსელში წერს:

“ხვალ და სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის. ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგევართ. ახლა გამოჩნდება ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება.

განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს. დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მას ციხეში კლავენ. მერე გვიან იქნება.
3 დეკემბერს 3 საათზე”- წერს გიგი უგულავა.

IMG.GE
გაზიარება