“ქართული ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ

3202
წაკითხვა/ნახვა

“ქართული ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ უცხოეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიღუპოს.

სპეციალურად ამ დღისთვის, ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით მოხდა მხარდამჭერების ჩამოყვანა რეგიონებიდანაც.

აქციის მსვლელობისას მომხრეების სკანდირებდნენ  – “მიშა, მიშა”

აქციაზე მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

IMG.GE
გაზიარება