გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არაფერში არ ეთანამშრომლონ “ქართულ ოცნებას”

794
წაკითხვა/ნახვა

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არაფერში არ ეთანამშრომლონ “ქართულ ოცნებას”, რადგან ეს არის ტოტალიტარული მმართველობა, ხოლო იმისთვის, რომ დამარცხდეს მოქმედი ხელისუფლება არის მხოლოდ უარი ყველანაირ თანამშრომლობაზე.

ამის შესახებ მარგველაშვილმა 4 დეკემბერს, “ფორმულა”-ს გადაცემა “კონტექსტში” სტუმრობისას განაცხადა.

“არ შეიძლება. ბილწთ არ შევეკვრი ზავითა. არ შეიძლება დღეს არაფერი ტოტალური არათანამშრომლობის გარდა, მე არ ვამბობ, რომ ეს შედეგს მოგვცემს დღეს და ხვალ, მაგრამ ასე უნდა დაიწყოს ბრძოლა იმ ვითარებაში, როდესაც შენ ცხოვრობ ტოტალიტარულ სახელმწიფოში”– განაცხადა მე-4 პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი ამბობს, რომ ე.წ ოპოზიციური მედიაც, სინამდვილეში არ წადმოადგენს პოლიტიკურ საშიშროებას ხელისუფლებისთვის, სხვა შემთხვევაში ისინი უკვე დახურული იქნებოდა.

“ეს მოჩვენებაც, თავისუფალი მედია რომ არსებობს, ეს არის იმ ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც დემოკრატიულ საზგადოებაში. ეს ოპოზიციური მედიები პოლიტიკურ საშიშროებას რომ წარმოადგენდეს, ისინი დახურული იქნებოდა.”- განაცხადა მარგველაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება