ეს ბოღმა ნაც.პუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით: “თბილისი – მშვიდობის ქალაქიაო!” – რობერტ სტურუა

644
წაკითხვა/ნახვა

ომი და ნაც.პუტინისტები! –  ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?!  ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

„ომი და ნაც. პუტინისტები! – ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში, თუნდაც სამტრედიაში (არ გეწყინოთ, სამტრედიელი ვარ!) დაბომბვა დიდი ქალაქებისა, ელექტროსადგურების განადგურება, თუ საჭიროა, ენგურგესსაც ააფეთქებენ – და რა ეშველება დასავლეთ საქართველოს?!

სვეტიცხოველს გაგინადგურებენ, მამადავითს გადაგვიწვავენ – აღა-მაჰმად-ჰანი მოგენატრება! უცხოურ მანქანებსაც გაგინადგურებენ, ხოლო საუკეთესოს ჩრდილოეთში დაქცეულ ოჯახებს ფოსტით გაუგზავნიან! ფულს, გადამალულ ოქრო-ვერცხლს, მოპარულ პატიოსან ქვებს აგაცლიან შვილების წამების შიშით! თანაც გაიძულებენ პურ-მარილი გაუშალო – о, как мы любим грузинское застолье ! და რაც მთავარია ხინკალი, თუ მასალა არ გაქვს, მამიდას მაინც დაგაკლევინებენ! …

ეს ჩვენი პუტინისტი ნაცები კი, ამაზე რომ ოცნებობენ, ამ დროს უცხოეთში ნაყიდ სახლებში გამოათრობენ თავის ლობისტებს! პროპო-განდონისტები – თუნდაც ინგა გრიგოლია – სამტრედიელი მარგარიტა სიმონიანი, დიდი ხანია რომ უცდის საქართველოს განადგურებას და მოხდენილ ჩრდილოეთის მაჩოებს, ტელესივრცეს უფრო ააყროლებს! ერთ კარგ საქმეს კი იზამენ – ვითომდა ძალზე ავადმყოფ არაქართველ პრეზიდენტს – რომ ჰგონია გაამეფებენ, ორი ბურთულით, რასაკვირველია, თუ შერჩა, ჩამოკიდებენ!

ასე არ დაჰპირდა მისი რეზიდენტი?! ხოლო დედა კაბირიას, მოკლე კაბებს პარიზის მოდელივით ყოველდღე რომ იცვლის, ერთ ნაცნობ მდიდარ თურქს ჰარამჰანაში მზარეულად გადაუგზავნიან! და ამ დროს ეს ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით: “თბილისი – მშვიდობის ქალაქიაო!”

ვაშა გურულებს! მთავარი სადღეგრძელო მუდამ მშვიდობას უძღვნიან! მაგრამ ამ სულით ავადმყოფებს და ბუბნაობით რწყევამდე მისულ დაგირჩ-დაბოლილებს აღარაფერი არ ეშველება!

ამ დროს კი just married ამერიკელი დეიდა ციგურებზე სრიალებს თავისი არც ისე ლამაზ, მაგრამ უგონოდ შეყვარებულ ქართველ ქალთან როკფელერ ცენტრის საშობაო ყინულზე, ნიუ-იორკში! და გიჟდება, რომ საქართველო მიანგრია! ვაშა ვაშაძეებს! ვაშა მელიებს, ტურიებს და კუებს! ნუთუ ახდება დიდი ანას სიტყვები: “სხვა საქართველო სად(ღ)აა..!”- წერს რობერტ სტურუა.

IMG.GE
გაზიარება