მოლდოვას პრეზიდენტის თქმით, ღრმად შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო

963
წაკითხვა/ნახვა

მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, ის ღრმად შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამის შესახებ სანდუ სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით.

ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად.”- წერს მოლდოვას პრეზიდენტი.

IMG.GE
გაზიარება