შეუძლებელია იყო მშვიდობის ქალაქი, როდესაც კიევში უბედური ბომბები ცვივა – გიგი უგულავა (ვიდეო)

464
წაკითხვა/ნახვა

შეუძლებელია იყო მშვიდობის ქალაქი, როდესაც კიევში უბედური ბომბები ცვივა”- განაცხადა გიგი უგულავამ 6 დეკემბერს, “მთავარი არხი”-ს გადაცემა “დღის სტუმარში”, რითაც გამოეხმაურა თბილისის საახალწლო სლოგანს “თბილისი-მშვიდობის ქალაქი”.

“შეუძლებელია, არ არსებობს, ეს ანომალიაა. რატომ უნდა ამოადინო ადამიანებს ცხვირში, გააღიზიანო. 2 თვის წინ ბავშვი დაიღუპა, ამდენი უბედურება ხდება, რა საჭიროა”- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეხმარებოდეს უკრაინელებს, პროპაგანდით არის დაკავებული და ამას პრამატულობით ხსნის, რაც არის დამღუპველი.

IMG.GE
გაზიარება