ნიკა მელიამ პარტიის წარმომადგენლები მთავარ ოფისში დაიბარა

1029
წაკითხვა/ნახვა

ნიკა მელიამ პარტიის “ლიდერშიპი” მთავარ ოფისში დაიბარა. საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 9 დეკემბერს ჩაინიშნა და სადაც გადაწყდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისთვის სასჯელის გადავადებასთან ან უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.

“მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკმებერს, 13 საათზე.
ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები.”- წერს ნიკა მელია ფეისბუქზე დარეკლამებულ პოსტში.

IMG.GE
გაზიარება